Archive for მაისი, 2010

ამ ცუგამ როგორ უნდა გვაჯობოს :)


ამ ძაღლის რჩევა-დარიგებების გაზიარება ღირს 🙂 🙂 🙂 !

Advertisements

მაისი 29, 2010 at 2:15 PM 2 comments

ასეთი რამ მართლაც რომ მოხდეს…

ეს ატომური ელექტროსადგურების მოწინააღმდეგე ორგანიზაციის სოციალური რეკლამაა. ატომური ელექტროსადგურები საფრხეა და ეს ხალხი ყველას ასეთი შოკისმომგვრელი ფორმით აფრთხილებს!

მაისი 29, 2010 at 1:43 PM 2 comments

პპპ – პოლიტტიკტიკოსები

პპპ რა არის? აბრევიატურაა – პირველი პოლიტიკური პოსტი, ამ ბლოგზე პოლიტტიკტიკის  შესახებ საკუთარი აზრების ფრქვევას ვიწყებ! ჰოდა, როგორ გინდა, არჩევნებს არ შეეხო?  თანაც, პოლიტიკური ტიკტიკისაგან უკვე ყურებში წუილი მესმის, თვალებიც ამიჭრელდა. ტელევიზორის პულტმა რა დააშავა, მაგრამ ძალიან ცუდ დღეშია ეს უბედური, სადაც კი პოლიტიკური რეკლამა გამოჩნდება (ფასიანი, უფასო, არ აქვს მნიშვნელობა, ერთი ნაგავია), იმ არხიდან მაშინვე „გავრბივარ“ (მერე რა, რომ სუფლიორთან მსხდომი კოლეგები ხშირად მახსენებენ, არ გადართოო).

ქუჩაში რომ გახვალ, იქ პულტის წვალებას აზრი არ აქვს, ყველგან და ყველაფერზე გაკრულსა და ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთზე გადაწებებულ პლაკატებს ხომ არ გადართავ?!

ჩვენი პოლიტტიკტიკოსები წელს ზომაზე მეტი მონდომებით ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო საოცარ, მაღალსა და მიუწვდომელ ადგილზე გამოჭიმავს საკუთარ პლაკატს. ამ შემთხვევაში მეტი შანსია, სახე არ აგახიონ, აბა, ასეთ სიმაღლეზე ვინ აბობღდება (ძალიან თუ არ გყავს გამწარებული შენი უაზრო ტიკტიკით… ცარიელი ტიკტიკით, საუბრით საქმის ნაცვლად).

ბანერებზე აღარაფერს ვამბობ, საიდანაც პოლიტიკოსები ყალბად გვიღიმიან (ისე, დაღვრემილებიც ბევრნი არიან), მაგრამ, მათი ტიკტიკის მოსმენას, ისევ ამ ფერად-ფერადი საარჩევო პლაკატების ყურება მირჩევნია, ისინი არ ჩამჩიჩინებენ მაინც. გავიგე, რომ ავად ვართ და ვერ ვმკურნალობთ, უსაქმურები ვართ და სამუშაო გვინდა, იაფად გვსურს ყველაფრის მიღება – გაზის, დენის, წყლის (თუმცა, წყალს ხომ უფასოდაც გვთავაზობენ)… ერთი ისღა დარჩათ სათქმელი, რაღაც დაღლილად გამოიყურებით და „პუტიოვკები“ ჩვენზე იყოსო! მძიმეა, მძიმეა ქართველი ხალხის ცხოვრება და თითო კარგი საგზური მართლაც არ გვაწყენდა.

ადრე მხოლოდ მიშას ტიკტიკი გვესმოდა, ნაცნობი ტექსტით, გასიგრძეგანებული ფრაზებით, მხოლოდ ფონი იყო სხვადასხვა. ახლაც ასეა, მაგრამ მთავარ მოტიკტიკეს კიდევ ათი (ისე, ათი ცოტა ვთქვი, მეტნი არიან) დაემატა, ყველა ტიკტიკებს…

არ იფიქროთ, რომ არჩევნებზე არ მივდივარ და არც ის გადამიწყვეტია, ხმას ვის ვაძლევ. უბრალოდ, იძულებული ვარ საარჩევნო უბანზე მივიდე და ამ მოტიკტიკეებში ყველაზე ნაკლებად გამაღიზიანებელს მივცე ხმა… ყველანი არჩევნებზე! ეგებ რომელიმე გამოდგეს ისეთი, სიტყვა საქმიანი რომ აქვს და საქმე სიტყვიანი.

მაისი 28, 2010 at 1:12 AM 4 comments

და ისევ, აბასთუმანი

აბასთუმანიდაბა ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში, ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან 28 კმ-ზე.

IX-X საუკუნეებში მას „ოძრხედ“ მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა „ოცხე“, XIX საუკუნიდან — „აბასთუმანი“. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზ.დ. 1340 მ). XIX ს-ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას . დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს.

აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები. – ალბათ მიხვდით, ეს ინფორმაცია ვიკიპედიიდანაა, მაგრამ ინტერნეტში აბასთუმნის შესახებ კითხვას ათასჯერ ჯობს, ეს საოცრება საკუთარი თვალით ნახო!

ფოტო: დავით ყვავაძისა და ნუგზარ სუარიძის

მაისი 22, 2010 at 1:14 PM დატოვე კომენტარი

ვის ეფიჭვება?!

„ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა“ (IUCN) პრესის წარმომადგენლები აბასთუმანში შეგვკრიბა… თუმცა მანამდე…

–         აბასთუმანში მივდივარ.

–         ვა, რა გინდა იმ ჭლექიანებში!

აბასთუმნის ტყეებში საბოდიალოდ და ეკეოლოგიაზე სასაუბროდ წასული ლამის ყველა ჟურნალისტი, დაახლოებით, ასეთი დიალოგით გაგვაცილეს. მალე სტერეოტიპი – აბასთუმანი, ჭლექიანების შველა, შესაძლოა, დაინგრეს! ეს იმიტომ კი არა, რომ „ტუბერკულოზი განკურნებადია“, არამედ… ყველაფერი ვანოს ბრალია, იმ ვანოსი, მერაბიშვილის, არ გაგიკვირდეთ!

ვანოს შეფს დავოსი მოსწონს, მიშა იქ ხშირად დადის, მაგრამ, ვიამაყოთ, თავის დროზე, ჭლექით დაავადებული გიორგი რომანოვის განსაკურნებლად დავოსს აბასთუმანი ამჯობინეს. ეს პატარა დაბა წამალია, უფასო წამალი, ფიჭვის ყვავილობისას გამოყოფილი ფთივაზიდი ყველას ყოფნის, ისუნთქე რამდენიც გინდა! სანამ არის, ისუნთქე!

ადგილობრივი ტურისტული ასოციაციის წარმომადგენელმა, მარინა ურუშაძემ შემოგვჩივლა, რომ აქ იმდენი ფიჭვი იჭრება, რომ მას თანდათან ნაძვი ანცვლებს და ასე თუ გაგრძელდა, აბასთუმნის უნიკალობას წერტილი დაესმება. „ასე თუ გაგრძელდა“ რა, ასე გრძელდება! ფიჭვის მოჭრაზე ოფიციალური ნებართვები აქ „ვედრო მანეთად“ გაიცემა! აბა, ვანოს მშობელს, მამა მერაბიშვილს ბიზნესი ხომ არ უნდა ჩუვარდეს! აბასთუმანში მერაბიშვილის კლანზე ბევრს საუბრობენ, მამა მერაბიშვილს აქ, აბასთუმანში, თავისკი კაცი ეგულება, ანტონი, ისიც მერაბიშვილი, აბასთუმნის რწმუნებული და თანაც, ვანოს პირდაპირი ნათესავი!

აბა დაფიქრდით, ამ ვითარებაში, რა შანსი აქვს აბასთუმნის უნიკალურ ფიჭვნარს? დასკვნა – არანაირი!

და კიდევ, ფიჭვების მტრები მხოლოდ ნებართვიანი ბიძები კი არ არიან, მათ მოსაჭრელად ბევრს ნებართვა არც სჭირდება! სამცხე-ჯავახეთის სატყეო მეურნეობის უფროსის, ალეკო ქუმასიანის ინფორმაციით, მათ წელიწადში 100 ათასი კუბური მეტრი მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს. ამოიღეს და ღია ცის ქვეშ დაყარეს. ის, რასაც ამ ფოტოზე ხედავთ, გამონაკლისი არ არის, მთელი ტყე მოჭრილი მორებითაა მოფენილი, არ შეიძლება, ის ანდაზა არ გაგახსენდეს, ავ ძაღლზე რომაა, არც თვითონ რომ ჭამს და არც სხვას აჭმევს.

ქუმასიანმა არ დამალა, რომ კონკრეტულად, ეს მორები (ფოტოზე რასაც ხედავთ),  5-6 წლის წინაა მოჭრილი, მაგრამ, თურმე, ამოღებული მორების დაბინავება მას არ ეხება. რაც არ ეხება, რა ქნას – ძალიან გავრცელებული მიდგომაა, მიდგომა, რომელსაც აბასთუმანი ეწირება! მარინა ურუშაძემ ვინ არ შეაწუხა, ფიჭვებს უშველეთო, მაგრამ ვის ეფჭივება?!

მაისი 21, 2010 at 4:44 PM 10 comments


ბოლო ჩანაწერები

Share/Bookmark

კალენდარი

მაისი 2010
    ივნ »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

ბლოგის სტატები

  • 9,084 ჰიტი
free counters