ვის ეფიჭვება?!

მაისი 21, 2010 at 4:44 PM 10 comments

„ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა“ (IUCN) პრესის წარმომადგენლები აბასთუმანში შეგვკრიბა… თუმცა მანამდე…

–         აბასთუმანში მივდივარ.

–         ვა, რა გინდა იმ ჭლექიანებში!

აბასთუმნის ტყეებში საბოდიალოდ და ეკეოლოგიაზე სასაუბროდ წასული ლამის ყველა ჟურნალისტი, დაახლოებით, ასეთი დიალოგით გაგვაცილეს. მალე სტერეოტიპი – აბასთუმანი, ჭლექიანების შველა, შესაძლოა, დაინგრეს! ეს იმიტომ კი არა, რომ „ტუბერკულოზი განკურნებადია“, არამედ… ყველაფერი ვანოს ბრალია, იმ ვანოსი, მერაბიშვილის, არ გაგიკვირდეთ!

ვანოს შეფს დავოსი მოსწონს, მიშა იქ ხშირად დადის, მაგრამ, ვიამაყოთ, თავის დროზე, ჭლექით დაავადებული გიორგი რომანოვის განსაკურნებლად დავოსს აბასთუმანი ამჯობინეს. ეს პატარა დაბა წამალია, უფასო წამალი, ფიჭვის ყვავილობისას გამოყოფილი ფთივაზიდი ყველას ყოფნის, ისუნთქე რამდენიც გინდა! სანამ არის, ისუნთქე!

ადგილობრივი ტურისტული ასოციაციის წარმომადგენელმა, მარინა ურუშაძემ შემოგვჩივლა, რომ აქ იმდენი ფიჭვი იჭრება, რომ მას თანდათან ნაძვი ანცვლებს და ასე თუ გაგრძელდა, აბასთუმნის უნიკალობას წერტილი დაესმება. „ასე თუ გაგრძელდა“ რა, ასე გრძელდება! ფიჭვის მოჭრაზე ოფიციალური ნებართვები აქ „ვედრო მანეთად“ გაიცემა! აბა, ვანოს მშობელს, მამა მერაბიშვილს ბიზნესი ხომ არ უნდა ჩუვარდეს! აბასთუმანში მერაბიშვილის კლანზე ბევრს საუბრობენ, მამა მერაბიშვილს აქ, აბასთუმანში, თავისკი კაცი ეგულება, ანტონი, ისიც მერაბიშვილი, აბასთუმნის რწმუნებული და თანაც, ვანოს პირდაპირი ნათესავი!

აბა დაფიქრდით, ამ ვითარებაში, რა შანსი აქვს აბასთუმნის უნიკალურ ფიჭვნარს? დასკვნა – არანაირი!

და კიდევ, ფიჭვების მტრები მხოლოდ ნებართვიანი ბიძები კი არ არიან, მათ მოსაჭრელად ბევრს ნებართვა არც სჭირდება! სამცხე-ჯავახეთის სატყეო მეურნეობის უფროსის, ალეკო ქუმასიანის ინფორმაციით, მათ წელიწადში 100 ათასი კუბური მეტრი მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს. ამოიღეს და ღია ცის ქვეშ დაყარეს. ის, რასაც ამ ფოტოზე ხედავთ, გამონაკლისი არ არის, მთელი ტყე მოჭრილი მორებითაა მოფენილი, არ შეიძლება, ის ანდაზა არ გაგახსენდეს, ავ ძაღლზე რომაა, არც თვითონ რომ ჭამს და არც სხვას აჭმევს.

ქუმასიანმა არ დამალა, რომ კონკრეტულად, ეს მორები (ფოტოზე რასაც ხედავთ),  5-6 წლის წინაა მოჭრილი, მაგრამ, თურმე, ამოღებული მორების დაბინავება მას არ ეხება. რაც არ ეხება, რა ქნას – ძალიან გავრცელებული მიდგომაა, მიდგომა, რომელსაც აბასთუმანი ეწირება! მარინა ურუშაძემ ვინ არ შეაწუხა, ფიჭვებს უშველეთო, მაგრამ ვის ეფჭივება?!

Advertisements

Entry filed under: ეკო-ლოგიკა.

და ისევ, აბასთუმანი

10 Comments Add your own

  • 1. anna  |  მაისი 22, 2010, 11:14 AM

    ლამაზი კოლაჟია 🙂 🙂

  • 2. Lado  |  მაისი 23, 2010, 12:27 PM

    ამათ ეფიჭვებათ ეხლა?! მთავარია “კრესლო”

  • 3. anuna  |  მაისი 23, 2010, 12:29 PM

    მარტო კრესლოოო??? ”მდივანიც” :)))))))))))))))))))))) ჰაა ჰააა ”მდივანი” ”მდივანი”:)))))))

  • 4. [eredeli]  |  მაისი 23, 2010, 12:57 PM

    ”მდივანი არა სეკრეტუტკა” 🙂

  • 5. anuna  |  მაისი 23, 2010, 1:01 PM

    :D:D:D:D:D:D:D::D ooohh eg nametani hgavs ert sitkvas :D:D:D:D:D nametani “prostitutkaaa “ :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D

  • 6. Irma  |  მაისი 23, 2010, 10:01 PM

    gavbrazdi !!!!!

  • 7. shalvas  |  მაისი 23, 2010, 10:04 PM

    ესე იგი, ჩემმა კალამმა შედეგი გამოიღო 🙂 🙂

  • 8. irma  |  მაისი 23, 2010, 10:05 PM

    kii shedegi gamoigo, mara tu ramea, chemi imedi gqondes… “peredachebs” shemogigzavni
    :D:D

  • 9. Teko  |  მაისი 31, 2010, 10:06 PM

    ჩემი იმედიც გქონდეს შალიკო, ირმას პერედაჩებში მე ფიჭვის კევს მოვაყოლებ (მაგრამ სად უნდა ვიშოვო არ ვიცი, თუ არსებობს კიდევ ეგეთი რამე 🙂 ) … ხოდა მერე ასე ვიკითხავთ – ვის ეფიჭვისკევებაო 🙂 🙂 😀

  • 10. shalva  |  მაისი 31, 2010, 10:08 PM

    ძალიან სწორი აქცენტია (კევთან დაკავშირებით) – არ იქნება ფიჭვი, არ იქნება კევი (თუმცა, მე მგონი, კევი ნაძვისაა)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


ბოლო ჩანაწერები

Share/Bookmark

კალენდარი

მაისი 2010
    ივნ »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

ბლოგის სტატები

  • 9,084 ჰიტი
free counters

%d bloggers like this: