პპპ – პოლიტტიკტიკოსები

მაისი 28, 2010 at 1:12 AM 4 comments

პპპ რა არის? აბრევიატურაა – პირველი პოლიტიკური პოსტი, ამ ბლოგზე პოლიტტიკტიკის  შესახებ საკუთარი აზრების ფრქვევას ვიწყებ! ჰოდა, როგორ გინდა, არჩევნებს არ შეეხო?  თანაც, პოლიტიკური ტიკტიკისაგან უკვე ყურებში წუილი მესმის, თვალებიც ამიჭრელდა. ტელევიზორის პულტმა რა დააშავა, მაგრამ ძალიან ცუდ დღეშია ეს უბედური, სადაც კი პოლიტიკური რეკლამა გამოჩნდება (ფასიანი, უფასო, არ აქვს მნიშვნელობა, ერთი ნაგავია), იმ არხიდან მაშინვე „გავრბივარ“ (მერე რა, რომ სუფლიორთან მსხდომი კოლეგები ხშირად მახსენებენ, არ გადართოო).

ქუჩაში რომ გახვალ, იქ პულტის წვალებას აზრი არ აქვს, ყველგან და ყველაფერზე გაკრულსა და ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთზე გადაწებებულ პლაკატებს ხომ არ გადართავ?!

ჩვენი პოლიტტიკტიკოსები წელს ზომაზე მეტი მონდომებით ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო საოცარ, მაღალსა და მიუწვდომელ ადგილზე გამოჭიმავს საკუთარ პლაკატს. ამ შემთხვევაში მეტი შანსია, სახე არ აგახიონ, აბა, ასეთ სიმაღლეზე ვინ აბობღდება (ძალიან თუ არ გყავს გამწარებული შენი უაზრო ტიკტიკით… ცარიელი ტიკტიკით, საუბრით საქმის ნაცვლად).

ბანერებზე აღარაფერს ვამბობ, საიდანაც პოლიტიკოსები ყალბად გვიღიმიან (ისე, დაღვრემილებიც ბევრნი არიან), მაგრამ, მათი ტიკტიკის მოსმენას, ისევ ამ ფერად-ფერადი საარჩევო პლაკატების ყურება მირჩევნია, ისინი არ ჩამჩიჩინებენ მაინც. გავიგე, რომ ავად ვართ და ვერ ვმკურნალობთ, უსაქმურები ვართ და სამუშაო გვინდა, იაფად გვსურს ყველაფრის მიღება – გაზის, დენის, წყლის (თუმცა, წყალს ხომ უფასოდაც გვთავაზობენ)… ერთი ისღა დარჩათ სათქმელი, რაღაც დაღლილად გამოიყურებით და „პუტიოვკები“ ჩვენზე იყოსო! მძიმეა, მძიმეა ქართველი ხალხის ცხოვრება და თითო კარგი საგზური მართლაც არ გვაწყენდა.

ადრე მხოლოდ მიშას ტიკტიკი გვესმოდა, ნაცნობი ტექსტით, გასიგრძეგანებული ფრაზებით, მხოლოდ ფონი იყო სხვადასხვა. ახლაც ასეა, მაგრამ მთავარ მოტიკტიკეს კიდევ ათი (ისე, ათი ცოტა ვთქვი, მეტნი არიან) დაემატა, ყველა ტიკტიკებს…

არ იფიქროთ, რომ არჩევნებზე არ მივდივარ და არც ის გადამიწყვეტია, ხმას ვის ვაძლევ. უბრალოდ, იძულებული ვარ საარჩევნო უბანზე მივიდე და ამ მოტიკტიკეებში ყველაზე ნაკლებად გამაღიზიანებელს მივცე ხმა… ყველანი არჩევნებზე! ეგებ რომელიმე გამოდგეს ისეთი, სიტყვა საქმიანი რომ აქვს და საქმე სიტყვიანი.

Advertisements

Entry filed under: პოლიტ-ტიკტიკი.

და ისევ, აბასთუმანი ასეთი რამ მართლაც რომ მოხდეს…

4 Comments Add your own

  • 1. ნან  |  მაისი 28, 2010, 2:34 PM

    კარგია შალვა, დიდი ბლოგერული მომავალი გაქვს 🙂 პოლიტიკა, სექსი და სისხლია მთავარი, ხალხი შემოვა და მერე ტყეზე წერაც შეიძლება 🙂 წარმატებები!

  • 2. shalva  |  მაისი 29, 2010, 12:14 AM

    მადლობა ნან, შენი მოსაზრება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია 🙂 🙂

  • 3. Teko  |  მაისი 31, 2010, 9:47 PM

    ეჰ, როგორ არ გაგიმართლა, შალიკო 🙂 მოგიწევს კიდევ დიდი ხანი ამ 5-იანებზე მოტიტიკტიკეების მოსმენა :)) თუმცა რომ მიდიოდი არჩევნებზე, თანაც საქმით, ხომ იცოდი რასაც შეცვლიდი, შედეგიც იქნებოდა უზარმაზარი… ჰოდა ჯერ კიდევ გასაკეთებელი ბევრია …. :))))

  • 4. shalva  |  მაისი 31, 2010, 9:50 PM

    აბააა, შედეგი არის უზარმაზააააარი!
    🙂 თუ 😦 ვერ გამიგია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


ბოლო ჩანაწერები

Share/Bookmark

კალენდარი

მაისი 2010
    ივნ »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

ბლოგის სტატები

  • 9,065 ჰიტი
free counters

%d bloggers like this: