Archive for აგვისტო, 2010

როგორ დაიწვა აწყური

ოტორეპორტაჟი აწყურის გადამწვარი ტყიდან

დღეს უკვე ოფიციალურად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ხანძარი ჩვენს ტყეებში განზრახ არის

გაჩენილი. მინისტრი ხაჩიძე ამბობს, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილებიც ჰყავთ და გამოძიება მიმდინარეობს. ვნახოთ, რით დამთავრდება გამოძიება. მანამდე კი, ძლიერი ქარის და მაღალი ტემპერატურის გამო, ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის ტყეში გაჩენილი ცეცხლის კერების ლიკვიდირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აწყურში მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ, ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე დღეში მოხერხდება, თუ სიცხე არ გაძლიერდება.

რეგიონში საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრი მუშაობს. მობილიზებული რჩება საჰაერო ტექნიკა. გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და ტყეში გზები შეჰყავთ, რაც ცეცხლის ხელით ჩაქრობის სამუშაო პროცესს გაადვილებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქარი ახალციხიდან აწყურისკენ უბერავს, რის გამოც სოფელი წნისი, კრიოხი და კლდე კვამლით არის დაფარული. მიმდინარეობს ღია კერების ლოკალიზება. ცეცხლის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობა და 500 მოსახლისეც მონაწილეობს, რომლეთაც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი დაემატა.

ხანძარი აწყურის ტყეში 4 აგვისტოს გაჩნდა.

Advertisements

აგვისტო 10, 2010 at 9:46 PM დატოვე კომენტარი

რატომ გვიმალავენ ინფორმაციას: „არავინ იცის, ღამე სადამდე მოაღწევს ცეცხლი“

ჩვენი ტყე იწვის! ომის მეორე წლისთავისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა ეს თემა უკანა პლანზე გადააჩოჩა. ჩვენს მედიაში რუსეთის ტყეებში გაჩენილი ხანძარი უკეთესად შუქდება, ვიდრე საქართველოს ტყეს მოდებული ცეცხლი.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ვებგვერდზე (cdi.org.ge) აწყურის მცხოვრებმა რამდენიმე ინფორმაცია და ფოტომასალა გაგზავნა. ინფორმაციას სტილის დაცვით გთავაზობთ:

7 აგვისტო, 2010 – „აწყურიდან გწერთ. არ ვიცი, მედიაში როგორ აშუქებენ ხანძარს, რომელიც აწყურში მძვინვარებს. სახლიდან ვხედავ მთებს, რომლებიც იწვის.

მთელი დღის მანძილზე 2 ვერტმფრენი მუშაობდა, თუმცა რამდენიმე საათია ყველანაირი ტექნიკა უკან გაბრუნდა. იქნებ გაარკვიოთ, რატომ არ მუშაობს არაფერი და რას უპირებენ ხანძარს და ტყეს, რომელიც კოცონივით ანთია და არავინ იცის, ღამე სადამდე მოაღწევს ცეცხლი“.

8 აგვისტო, 2010 – „ისევ აწყურიდან გწერთ. დღეს მე და ჩემი მეგობარი მთებისკენ წავედით ფოტოების გადასაღებად და მცირე ინფორმაციაც მოვიპოვეთ. ხალხი ამბობს, რომ ხანძარი ოთხშაბათს დაიწყო და პირველ დღეს სახანძრო ტექნიკას არ უმუშავია: ვერ ავალთ, ტექნიკა გაგვიფუჭდებაო.

გარდა ამისა, მედიაში შუქდება, რომ 20 ჰექტარი დაიწვა, სინამდვილეში კი გადამწავრი ტყის ფართობმა უკვე 700 ჰექტარს მიაღწია“.

8 აგვისტო, 2010 – „გიგზავნით აწყურიდან ფოტომასალას, რომელიც ეს-ესაა გადავიღეთ“.

p.s. იგივე წყარო ავრცელებს ვიდეოს აწყურის ალმოდებული ტყიდან:

აგვისტო 8, 2010 at 8:31 PM 6 comments

წამოგორდი და დაისვენე!

ბუჩქებისგან გაკეთებული ეს სამეული და მაგიდა 🙂 🙂 🙂 ბაზალეთის ტბაზე, სასტუმრო „Bazaleti Lake“-ის ულამაზეს ბაღში გადავიღე. საღამოს დავინახე, მებაღე ბუჩქებს როგორი მონდომებით კრეჭდა და მეორე დილას ასეთი სილამაზე დამხვდა. ყოველ შემთხვევაში, მე მომწონს! მართალია, ამ დივანზე წამოგორება არ გამოვა, მაგრამ წამოსაგორებლად ვარგისი მწვანე და ცოცხალი დივნის დამზადებაც არის შესაძლებელი.

ვისაც აგარაკიც გაქვთ, ფანტაზიაც და მარჯვე ხელებიც, მაშინ ვერაფერი შეგაჩერებთ!

მცირეოდენი სტატსტიკა: დიდ ბრიტანეთში დაუთვლიათ, რომ საშუალო სტატისტიკური ინგლისელი დივანზე გორაობაში წელიწადის 13 კვირას ატარებს, კვირაში 43 საათი დივანზეა წამოწოლილი. ევროპის ამ ქვეყანაში აღშფოთდნენ (ეს კი ეხერხებათ) და დიდი ბრიტანეთის ნაციონალურმა ფონდმა (nationaltrust.org.uk) ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პარკში მწვანე დივნები დადგა.

ფონდმა ყველა მოქალაქეს მოუწოდა, ასეთი საოცარი ცოცხალი ავეჯი საკუთარი სახლის ბაღებშიც დადგან.

ეს რვა მეტრიანი დივანი გაზონია.

ეს რვა მეტრიანი დივანი გაზონია.

ახლა კი, როგორ კეთდება მწვანე დივანი! ეს ძალიან მარტივია (ფოტოს თუ დააკვირდებით, მისი შექმნის საიდუმლოს თავადაც გაშიფრავთ): თივის ე.წ. ტუკები სასურველი ფორმით უნდა დაალაგოთ, ზედ ტორფი გაანაწილოთ და გაზონის ბალახის სპეციალური რულონი გაშალოთ. ეს არის და ეს, მერე წამოგორდით და დაისვენეთ!

აგვისტო 8, 2010 at 2:03 PM 3 comments

ქართული ტყის სტუმრები

მსოფლიოში ცნობილი სამაუწყებლო კომპანია, „დოიჩე ველე“ ჩვენს ტყეს ეწვია და ასეთი ვიდეომასალა მოამზადა.

ნახეთ ვიდეო: A New Forest for Georgia | Global 3000

აგვისტო 1, 2010 at 5:18 PM დატოვე კომენტარი


ბოლო ჩანაწერები

Share/Bookmark

კალენდარი

აგვისტო 2010
« ივლ   ოქტ »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

ბლოგის სტატები

  • 9,084 ჰიტი
free counters