რატომ გვიმალავენ ინფორმაციას: „არავინ იცის, ღამე სადამდე მოაღწევს ცეცხლი“

აგვისტო 8, 2010 at 8:31 PM 6 comments

ჩვენი ტყე იწვის! ომის მეორე წლისთავისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა ეს თემა უკანა პლანზე გადააჩოჩა. ჩვენს მედიაში რუსეთის ტყეებში გაჩენილი ხანძარი უკეთესად შუქდება, ვიდრე საქართველოს ტყეს მოდებული ცეცხლი.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ვებგვერდზე (cdi.org.ge) აწყურის მცხოვრებმა რამდენიმე ინფორმაცია და ფოტომასალა გაგზავნა. ინფორმაციას სტილის დაცვით გთავაზობთ:

7 აგვისტო, 2010 – „აწყურიდან გწერთ. არ ვიცი, მედიაში როგორ აშუქებენ ხანძარს, რომელიც აწყურში მძვინვარებს. სახლიდან ვხედავ მთებს, რომლებიც იწვის.

მთელი დღის მანძილზე 2 ვერტმფრენი მუშაობდა, თუმცა რამდენიმე საათია ყველანაირი ტექნიკა უკან გაბრუნდა. იქნებ გაარკვიოთ, რატომ არ მუშაობს არაფერი და რას უპირებენ ხანძარს და ტყეს, რომელიც კოცონივით ანთია და არავინ იცის, ღამე სადამდე მოაღწევს ცეცხლი“.

8 აგვისტო, 2010 – „ისევ აწყურიდან გწერთ. დღეს მე და ჩემი მეგობარი მთებისკენ წავედით ფოტოების გადასაღებად და მცირე ინფორმაციაც მოვიპოვეთ. ხალხი ამბობს, რომ ხანძარი ოთხშაბათს დაიწყო და პირველ დღეს სახანძრო ტექნიკას არ უმუშავია: ვერ ავალთ, ტექნიკა გაგვიფუჭდებაო.

გარდა ამისა, მედიაში შუქდება, რომ 20 ჰექტარი დაიწვა, სინამდვილეში კი გადამწავრი ტყის ფართობმა უკვე 700 ჰექტარს მიაღწია“.

8 აგვისტო, 2010 – „გიგზავნით აწყურიდან ფოტომასალას, რომელიც ეს-ესაა გადავიღეთ“.

p.s. იგივე წყარო ავრცელებს ვიდეოს აწყურის ალმოდებული ტყიდან:

Advertisements

Entry filed under: ეკო-ლოგიკა.

წამოგორდი და დაისვენე! როგორ დაიწვა აწყური

6 Comments Add your own

  • 1. nina  |  აგვისტო 8, 2010, 8:55 PM

    ra sazareli kadrebia… 😦 martali xar, ragaceebs gvimalaven ashkarad.

  • 2. panzasblog  |  აგვისტო 8, 2010, 9:04 PM

    😐 cudi ambavia…
    chagekitxebit, xom ar icit xandzris mizezi?..

  • 3. Shalva  |  აგვისტო 8, 2010, 9:08 PM

    აი, კიდევ ერთი კარგი თემა წამოჭერი panzasblog, მადლობა ამისთვის! ოფიციალურმა უწყებებმა ამის შესახებაც უნდა გააკეთონ განცხადება. ხომ უნდა ვიცოდეთ, ეს დივერსიაა თუ შემთხვევითობა, უბრალოდ დაუდევრობის შედეგი. ამაზე არასოდეს საუბრობენ. ამბობენ თითქოს, ვიღაცამ სიგარეტის ნამწვი გადააგდო და ა.შ. ეს არასერიოზული პასუხებია! ისე, არც დაუდევრობაა გამორიცხული, მაგრამ ამდენი კერა ერთდროულად საიდან?

  • 4. panzasblog  |  აგვისტო 8, 2010, 9:30 PM

    მე პირადად საკუთარი მოსაზრება მაქვს ამ საკითხზე. ალბათ თქვენთვის ნაცნობია, თუ რამდენი მეტყევე დააკავეს ამ ბოლო დროს, ხე–ტყის უკანონო გასაღების გამო. კანონები გამკაცრდა. სწორედ აქ ვპოულობ მე ჩემი მოსაზრების არგუმენტს.
    საქართველოში ისეთი სიცხეები არ იცის, რომ სიცხემ ტყე გადაწვას. თან როგორც გავიგე ცეცხლის არაერთი კერაა აღმოჩენილი. რაღატომღაც მგონია, რომ ვიღაცამ ცეცხლი სპეციალურად გააჩინა, იმის გამო, რომ შეშა ოფიციალურად გაიტანონ ტყიდან. მაგრამ ის ვიღაცა აშკარად არ ელოდა ამისთანა შედეგს… ასე თუ გაგრძელდა ტყე აღარ გვექნება. უამრავი ცხოველი და ფრინველი დაიღუპებოდა. ეს კატასტროფაა! სრული კატასტროფა!
    რატომ აქამდე არ ჩნდებოდა ხანძრები? სიგარეტსაც ეწეოდნენ და მზეც ანათებდა.

  • 5. Shalva  |  აგვისტო 8, 2010, 10:57 PM

    არაფერია გამორიცხული, ფულის საკეთებლად ბევრი ამასაც იკისრებს! მართლაც დიდი კატასტროფაა!

  • 6. Shalva  |  აგვისტო 8, 2010, 11:01 PM

    ეს კი ვიდეოა აწყურიდან, ფეისბუქზე გავრცელდა : http://www.youtube.com/watch?v=6c3Atk0QRgs

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


ბოლო ჩანაწერები

Share/Bookmark

კალენდარი

აგვისტო 2010
« ივლ   ოქტ »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

ბლოგის სტატები

  • 9,056 ჰიტი
free counters

%d bloggers like this: