წამოგორდი და დაისვენე!

აგვისტო 8, 2010 at 2:03 PM 3 comments

ბუჩქებისგან გაკეთებული ეს სამეული და მაგიდა 🙂 🙂 🙂 ბაზალეთის ტბაზე, სასტუმრო „Bazaleti Lake“-ის ულამაზეს ბაღში გადავიღე. საღამოს დავინახე, მებაღე ბუჩქებს როგორი მონდომებით კრეჭდა და მეორე დილას ასეთი სილამაზე დამხვდა. ყოველ შემთხვევაში, მე მომწონს! მართალია, ამ დივანზე წამოგორება არ გამოვა, მაგრამ წამოსაგორებლად ვარგისი მწვანე და ცოცხალი დივნის დამზადებაც არის შესაძლებელი.

ვისაც აგარაკიც გაქვთ, ფანტაზიაც და მარჯვე ხელებიც, მაშინ ვერაფერი შეგაჩერებთ!

მცირეოდენი სტატსტიკა: დიდ ბრიტანეთში დაუთვლიათ, რომ საშუალო სტატისტიკური ინგლისელი დივანზე გორაობაში წელიწადის 13 კვირას ატარებს, კვირაში 43 საათი დივანზეა წამოწოლილი. ევროპის ამ ქვეყანაში აღშფოთდნენ (ეს კი ეხერხებათ) და დიდი ბრიტანეთის ნაციონალურმა ფონდმა (nationaltrust.org.uk) ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პარკში მწვანე დივნები დადგა.

ფონდმა ყველა მოქალაქეს მოუწოდა, ასეთი საოცარი ცოცხალი ავეჯი საკუთარი სახლის ბაღებშიც დადგან.

ეს რვა მეტრიანი დივანი გაზონია.

ეს რვა მეტრიანი დივანი გაზონია.

ახლა კი, როგორ კეთდება მწვანე დივანი! ეს ძალიან მარტივია (ფოტოს თუ დააკვირდებით, მისი შექმნის საიდუმლოს თავადაც გაშიფრავთ): თივის ე.წ. ტუკები სასურველი ფორმით უნდა დაალაგოთ, ზედ ტორფი გაანაწილოთ და გაზონის ბალახის სპეციალური რულონი გაშალოთ. ეს არის და ეს, მერე წამოგორდით და დაისვენეთ!

Advertisements

Entry filed under: ეკო-ლოგიკა.

ქართული ტყის სტუმრები რატომ გვიმალავენ ინფორმაციას: „არავინ იცის, ღამე სადამდე მოაღწევს ცეცხლი“

3 Comments Add your own

  • 1. simba  |  აგვისტო 8, 2010, 3:13 PM

    momewona idea. ki gavakeTebdi aset divans da wamovgordebodi, magram aba sad gavaketo… 🙂

  • 2. arno  |  აგვისტო 8, 2010, 3:21 PM

    დივანზე გორაობა მეც მიყვარს. ასეთი გამოკითხვა ჩვენთანაც რომ ჩაატარონ, რეკორდს მე მოვხსნი 🙂 ასეთ დივანზე წამოკოტრიალებაზე უარს არ ვიტყოდი. ჩვენი გარემოს დაცვის სამინისტრომ მიბაძოს ევრობას და გააკეთოს ასეთი რაღაცეები ჩვენთანაც. მგონი, ძალიან ძვირი არ დაუჯდება. ასე მგონია

  • 3. Shalva  |  აგვისტო 8, 2010, 3:26 PM

    ძვირად ღირებლი პროექტი არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ყვავილების საათს აჯობებს, რომელიც ძალიან სასაცილოა, გამოუსადეგარი და თანაც არც ისე ლამაზი!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


ბოლო ჩანაწერები

Share/Bookmark

კალენდარი

აგვისტო 2010
« ივლ   ოქტ »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

ბლოგის სტატები

  • 9,072 ჰიტი
free counters

%d bloggers like this: