Archive for ოქტომბერი, 2010

გზას აცდენილი სატყეო რეფორმები

ღია წერილი საქართველოს ბუნების ყველა ჭეშმარიტ ქომაგსა და მოამაგეს

პირველ რიგში, საქართველოს მეტყევეთა საზოგადოებისა და საქართველოს მეტყევეთა ასოციაციის წევრები, მეტყევე სპეციალისტები ერთხმად უერთდებიან იმ ხელმომწერებს, რომელიც სპეციალური განცხადებით განახორციელეს საქართველოში მოქმედმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა და კერძო პირებმა.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საკითხი ეხება უპრეცენდენტო მოვლენას – თბილისის გარშემო გაადგილებული ტყის ფონდის მიწების საკმაოდ შთამბეჭდავი ფართობების გადაცემას ქალაქის საკრებულოზე, მისი სტატუსის შეცვლით, ან მოკლედ, რომ ვთქვათ ტყის კანონმდებლობის უხეში დარღვევისა და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი მოტივაციის საფუძველზე ტყის რესურსების მფლობელობის შეცვლას, რომელსაც აუცილებლად მოყვება გამოუსწორებელი ეკოლოგიური ზიანი და დასაბამი მიეცემა, რათა დროის მოკლე პერიოდში ამგვარი რეკრეაციულიმიზნებისათვის ტყის ფონდის გადაცემის მოთხოვნას სხვა სხვა ქალაქის საკრებულოების მიერ. რატომაც არა, ქვეყანაში უკვე რამოდენიმე წელია საერთოდ მოიშალა ტყის მართვის და მეურნეობის წარმოების ტრადიციული სისტემა.

სატყეო მეურნეობის დარგის სრულმა დანგრევამ, მეტყევეთა ტყიდან მასიურად ”გამოდევნამ” თუ რა სიკეთე მოიტანა, შედეგები სახეზეა: ტყის დაცვითი ფუნქციების სრული მოშლა, რასაც გაუტავებელი, წლის თითქმის ყველა პერიოში წარღვნები, წყალდიდობები, ღვარცოფები და ა.შ მილიონობით ლარის ზარალი მოიტანა და მოაქვს ეროვნული მეურნეობისათვის, ხალხისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის. თუმცა მართულობს სატყეო საკითხებზე ევროგაერთიანების და სხვა დონორების გრანტების მოცულობა, რომელშიც ამ შემთხვევაშიც მეტყევეების მონაწილეობა მიზერულია ან სრულიად არ არის: რაც მთავარია გრანტი ხორციელდება და მისი შედეგების ეფექტიანობა არავის არ არინტერესებს.

სატყეო დარგი, რომელიც საბაზრო რეფორმების მხრივ გარდამავალი ეკონომიკის პირობებში უდაოდ ლიდერი იყო, სრულიად აცდა არსებულ კურს. შედეგმაც არ დააყოვნა და სატყეო ფაკულტეტი, რომელიც დროის ყველა პერიოდში ერთ-ერთი პერსპექტიული იყო 2010 წელს ჩარიცხული სტუდენტების რიცხვით გაუქმების პირას დადგა. ეს სატყეო განათლების ბრალი კი არა, სატყეო დარგის კრახის შედეგია, ყველა დონეზე ვამაყობთ, რომ საქართველოს ტყეები ქვექნის სიამაყე და მომავალში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი ძლიერი ხელშემწყობი ფაქტორია, მაგრამ საუბედუროდ, ეს მხოლოდ დეკლარირებულ სიტყვებად რჩება. ტყის რესურსები წლიდან წლამდე ჩანაგდება და თავის ფუნქციას კარგავს.

დღეს მსოფლიოში ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაშიც კი არსებობს სატყეო დარგის განვითარების პოლიტიკა, სტრატეგია თუ ტაქტიკა, თანამერდოვე დონეზე მომქმედი ტყის კანონმდებლობა, რომელიც მკაცრად ხორციელდება. გამონაკლისი ჩვენ ვართ, ბუნების მართლაც, რომ ისტორიულად მოყვარული ერი. ჩვენ არც სატყეო პოლიტიკა და არც მკაცრად დაცული კანონმდებლობა გვჭირდება; უნდა ვმართოთ ტყის რესურსები ზერელედ და წინდაუხედავად, მოსალოდნელი შედეგების გაუთვალისწინებლად. ბატონებო სად არის ტყეების მდგრადი მართვისა და ტყითსარგებლობის პრიციბებზე აგებული მეურნეობის გაძღოლის სისტემა, რომელიც შესრულების ვალდებულება არაერთ საერთაშორისო დონეზე ხელმოწერით აქვს აღებული ქვეყანას.

– რატომ არის აცდენილი გზას საქართველოს სატყეო რეფორმები? იმიტომ, რომ:

• არსებული სახით ჩამოყალიბდა დარგის ინსტიტუციონალური მართვის ყოვლად მიუღებელი სისტემა;

• დაინგრა სატყეო მეურნეობის გაძღოლის ტერიტორიული პრინციპები;

• დაუშვებელი პრინციპებით და მეთოდებით ხორციელდება საკადრო და დარგის მეცნიერულ საფუძველზე განვითარების პოლიტიკა;

• წინასწარი პირობების მხედველობაში მიუღებლად აღებულია ტყის მერქნული რესურსების საკონცესიო წესით გაცემის (49 წელი) კურსი;

• არ ხორციელდება არცერთი სახელმწიფო პროგრამა (ტყის დაცვა, აღდგენა – განახლება), რომელთა გარეშე წარმოუდგენელია ტყის მეურნეობის წარმოება.

• დაუსაბუთებლად და საჭიროების გარეშე სატყეო დეპარტამენტის ტყის სააგენტოდ გადაკეთება, ანუ ”აბრის შეცვლა”;

• მავანთა მეცადინეობით, მეტყევეთა პრესტიჟი მიწასთანაა გასწორებული: შედეგად უფრო ”კვალიფიცერებული” სპეციალისტები დაასაქმეს, რომელთა დაპატიმრებებსაც და პასუხისგებაში მიცემას, ე. ი. კორუფციას ბოლო არ უჩანს;

• მასიურად წარმოებს ტყის კანონმდებლობის დარღვევა, ან ყოველგვარი წინასწარი განხილვებისა და საჯაროობის გარეშე შეცვლა;

• სატყეო დარგი აღიარებულია ბიუჯეტის შევსების წყაროდ ისე, რომ არ იხარჯება მისი აღწარმოებისათვის ადეკვატური ფინანსური რესურსები, ან საერთოდ გროშიც კი არ იხარჯება;

კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ყოველგვარ კანონიერებასაა მოკლებული თბილისის შემოგარენში არსებული ტყის მიწების გადაცემა სამართავად თბილისის მერიაზე, რომელიც ისტორიულად ისედაც მწვანე ზონის ტყეებს მიეკუთვნებიან და ადგილობრივ თვითმმართველობაზე გადაცემას კანონმდებლობით არ ექვემდებარება. ამ ქმედებით საფრთხეში ვარდება ქართველი მეტყევეების ოფლით და გარჯით გაშენებული ხელოვნური ტყეების ბედი, რომლის განხორციელებისათვის მათ საქართველოს სახელმწიფო პრემია აქვთ მოპოვებული.

უპატრონობის გამო ტყის სტატუსი და მფლობელი კი არ უნდა შეეცვალოს, არამედ უფრო პატიოსანი და კვალიფიცირებული შემსრულებელი გამოინახოს, ანუ შეიცვალოს არა ”ლოკომოტივი”, არამედ ”მემანქანე”. რაც უმთავრესია გზას აცდენილი სატყეო რეფორმები სწორ რელსებზე უნდა დადგეს და ისე იმოძრაოს.

საქართველოს მეტყევეთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი,

მეტყევეთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს დამსახურებული მეტყევე,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი

თეიმურაზ კანდელაკი

resonancedaily.com

 

ოქტომბერი 15, 2010 at 2:26 PM დატოვე კომენტარი

It’s 10.10.10! The World is Filming Every Nation, 24 hours, and You

It’s October 10, 2010 (10.10.10), across the planet, documentary filmmakers, students, and inspired citizens are recording the human experience over a 24-hour period and contributing their voice to the largest participatory media event in history. Founded in 2008, ONE DAY ON EARTH is creating an online community, shared archive, and film. Together, we will showcase the amazing diversity, conflict, tragedy, and triumph that occur in one day.

We invite you to join our international community of thousands of filmmakers, hundreds of schools, and dozens of non-profits, and contribute to this unique global mosaic. Through the One Day on Earth platform, we will establish a community that not only watches, but participates. 10.10.10 isn’t over you can still take part.

http://www.onedayonearth.org

ოქტომბერი 10, 2010 at 3:02 PM დატოვე კომენტარი

ახალი ათასწლეულის მე-10 წლის მე-10 თვის მე-10 დღე

2010 წლის 10 ოქტომბერი სიმბოლური რიცხვია : ახალი ათასწლეულის მე-10 წლის მე-10 თვის მე-10 დღე. ამ დღის დატვირთვაც სიმბოლურია: მსოფლიო სამოქალაქო მოძრაობამ, რომლის მიზანია დედამიწაზე ჰავის ცვლილების შესაჩერებლად ქმედითი გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, მოუწოდა ყველა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიო მოძრაობის კონსოლიდაციის საქმეში, რათა შემცირდეს ნახშირბადოვანი გამონაბოლქვის რაოდენობა ჩვენს საცხოვრებელ გარემოში და ამით ოზონის შრის რღვევა შენელდეს; ადამიანები დაფიქრდნენ ახალი, არატრადიციული წარმოებების განვითარებისა და ამ ახალი მიდგომებით ბუნებრივი რესურსების დაზოგვისა და გადარჩენის შესაძლებლობაზე; ყველამ ერთად დავიწყოთ ზრუნვა ტყის გახშირებაზე და “ტყე დავუტოვოთ შვილებსა”; მოვუფონოთ ჩვენს მდინარეებს და აღარ ჩავხერგოთ ისინი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით; დავეწაფოთ განათლებას და ცოდნით მოვძებნოთ გასაღები ენერგიის ახალი წყაროების ათვისებისთვის და ჩვენივე საზოგადოების სამსახურში ჩაყენებისათვის.
ჩვენი გუნდი მესამე წელია თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადმინისტრაციულ ინსტიტუტებთან, სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და მედიასთან ამ პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტისათვის ჩვენს სამშობლოში.
თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი საცხოვრებელი გარემო, ახლომდებარე ტყე, მდინარე, ტბა, ნაკადული ან წყარო შველას ითხოვს და გსურთ შეიტანოთ წვლილი მათი გადარჩენის საქმეში, თუ გაწუხებთ თქვენი ქალაქის/სოფლის სისუფთავის საკითხი და არ იცით, როგორ გაუმკლავდეთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, თუ ფიქრობთ გლობალური დათბობის პრობლემაზე და არ იცით, როგორ მოიქცეთ – გაქვთ კითხვები, ან გსურთ შეუერთდეთ საერთაშორისო მოძრაობას გლობალური დათბობის წინააღმდეგ, ან უბრალოდ ფიქრობთ, რომ ფლობთ ინფორმაციას, რომელიც საინტერესო იქნება ჟურნალისტებისათვის – შემოგვიერთდით, გელით მოქალაქე ჟურნალისტის გვერდზე.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი cdi.org.ge

ოქტომბერი 10, 2010 at 2:50 PM დატოვე კომენტარი

ვინ აპირებს დიღმის ტყე-პარკის გაჩეხვას

„დიღმის ტყე-პარკის გადასარჩენად“ – ამ კამპანიას ზაფხულის დასაწყისში დაედო სათავე და შემოდგომის ერთ წვიმიან საღამოს ჟურნალისტებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით პარკის ტერიტორიაზე ჩატარებული აქციით გაგრძელდა. დიახ, გაგრძელდა და იმედი მაქვს, კამპანიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთვება. ტყე-პარკს გაჩეხვა ემუქრება, მის ტერიტორიას კი – სამშენებლო მოედნად გადაქცევა, ასე რომ, მოქმედებაა საჭირო!

საქმე ისაა, რომ გასული წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკიც, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა. ტყეპარკის ტერიტორიაზე 7000 ძირი მცენარე და წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ჯიშის 14 მცენარე ხარობს.

„ეს არის საოცრად ლამაზი ადგილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ პარკს აღუდგეს სტატუსი და რომ ხალხის ნება და ხმა იყოს გაგონილი“- ამბობს ანა გაბრიაძე, მხატვარი და აქტიური მოქალაქე, რომელიც პარკის მახლობლად ცხოვრობს და რომლის ძალისხმევის შედეგად პარკის დიდი ნაწილი დღეს გადარჩენილია.

„არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი რეალობა, რომელშიც ეს რეკრეაციული ზონა იმყოფება. ერთი მხრივ, არ არის გადაწყვეტილი ტყე-პარკის უკანონოდ მიტაცებული მიწების ქალაქისთვის დაბრუნების საკითხი. მეორე მხრივ, ტყე-პარკის მოვლისთვის ქალაქის ხელისუფლება წლიდან წლამდე მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. რეკრეაციული ზონის მთელი ტერიტორია დაყოფილია კერძო ნაკვეთებად და ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მუდმივი ვაჭრობის საგნად რჩება. პრობლემას ტყე-პარკში შექმნილი მძიმე სანიტარული, ეკოლოგიური და სტრუქტურულ-ფუნქციონალური მდგომარეობაც ამძიმებს“ – აღნიშნავს რეზო გეთიაშვილი, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) წარმომადგენელი.

იმისათვის, რომ უკეთ გააცნობიეროთ, თუ რა საფრთხე ემუქრება დიღმის ტყე-პარკს, არ დაიზაროთ და სტუდია „მონიტორის“ ფილმი ნახეთ, რომელსაც აქ 4 ნაწილად გთავაზობთ. ეს არის ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი საკრებულოს გადაწყვეტილების შემდგომ განვითარებული მოვლენები.

სტუდია „მონიტორის“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 11 სექტემბერს საკრებულოს დადგენილებით გასხვისებული 8 ჰექტარი ტერიტორია სხვადასხვა მაქინაციებით მმართველი პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილ სახეებს აქვთ მითვისებული და დანაწილებული. ესენი არიან: პარლამენტის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“: კახაბერ ოქრიაშვილი, კობა კურდღელაშვილი, გიორგი გოგუაძე და დავით ბეჟუაშვილი; ხოლო დიღმის ტყე-პარკის შუაგულში აშენებულ ე.წ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სპორტის მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის დედა ცხოვრობს (?!).

ოქტომბერი 2, 2010 at 4:37 PM 3 comments


ბოლო ჩანაწერები

Share/Bookmark

კალენდარი

ოქტომბერი 2010
« აგვისტო    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბლოგის სტატები

  • 9,056 ჰიტი
free counters