ვინ აპირებს დიღმის ტყე-პარკის გაჩეხვას

ოქტომბერი 2, 2010 at 4:37 PM 3 comments

„დიღმის ტყე-პარკის გადასარჩენად“ – ამ კამპანიას ზაფხულის დასაწყისში დაედო სათავე და შემოდგომის ერთ წვიმიან საღამოს ჟურნალისტებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით პარკის ტერიტორიაზე ჩატარებული აქციით გაგრძელდა. დიახ, გაგრძელდა და იმედი მაქვს, კამპანიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთვება. ტყე-პარკს გაჩეხვა ემუქრება, მის ტერიტორიას კი – სამშენებლო მოედნად გადაქცევა, ასე რომ, მოქმედებაა საჭირო!

საქმე ისაა, რომ გასული წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ მერიის მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკიც, რომელსაც დიდი ისტორია აქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა. ტყეპარკის ტერიტორიაზე 7000 ძირი მცენარე და წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ჯიშის 14 მცენარე ხარობს.

„ეს არის საოცრად ლამაზი ადგილი. ჩვენ ვითხოვთ, რომ პარკს აღუდგეს სტატუსი და რომ ხალხის ნება და ხმა იყოს გაგონილი“- ამბობს ანა გაბრიაძე, მხატვარი და აქტიური მოქალაქე, რომელიც პარკის მახლობლად ცხოვრობს და რომლის ძალისხმევის შედეგად პარკის დიდი ნაწილი დღეს გადარჩენილია.

„არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი რეალობა, რომელშიც ეს რეკრეაციული ზონა იმყოფება. ერთი მხრივ, არ არის გადაწყვეტილი ტყე-პარკის უკანონოდ მიტაცებული მიწების ქალაქისთვის დაბრუნების საკითხი. მეორე მხრივ, ტყე-პარკის მოვლისთვის ქალაქის ხელისუფლება წლიდან წლამდე მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. რეკრეაციული ზონის მთელი ტერიტორია დაყოფილია კერძო ნაკვეთებად და ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მუდმივი ვაჭრობის საგნად რჩება. პრობლემას ტყე-პარკში შექმნილი მძიმე სანიტარული, ეკოლოგიური და სტრუქტურულ-ფუნქციონალური მდგომარეობაც ამძიმებს“ – აღნიშნავს რეზო გეთიაშვილი, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) წარმომადგენელი.

იმისათვის, რომ უკეთ გააცნობიეროთ, თუ რა საფრთხე ემუქრება დიღმის ტყე-პარკს, არ დაიზაროთ და სტუდია „მონიტორის“ ფილმი ნახეთ, რომელსაც აქ 4 ნაწილად გთავაზობთ. ეს არის ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი საკრებულოს გადაწყვეტილების შემდგომ განვითარებული მოვლენები.

სტუდია „მონიტორის“ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 11 სექტემბერს საკრებულოს დადგენილებით გასხვისებული 8 ჰექტარი ტერიტორია სხვადასხვა მაქინაციებით მმართველი პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილ სახეებს აქვთ მითვისებული და დანაწილებული. ესენი არიან: პარლამენტის წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“: კახაბერ ოქრიაშვილი, კობა კურდღელაშვილი, გიორგი გოგუაძე და დავით ბეჟუაშვილი; ხოლო დიღმის ტყე-პარკის შუაგულში აშენებულ ე.წ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სპორტის მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის დედა ცხოვრობს (?!).

Advertisements

Entry filed under: ეკო-ლოგიკა.

როგორ დაიწვა აწყური ახალი ათასწლეულის მე-10 წლის მე-10 თვის მე-10 დღე

3 Comments Add your own

  • 1. ikako  |  მარტი 10, 2011, 5:22 PM

    es tye vinc gachexos… tyes davicavt da mteli digomi fexze dadgeb tu sachiro gaxdeba : @

  • 2. Shalva  |  მარტი 10, 2011, 8:55 PM

    ikako-ს კომენტარზე “პატარა” ცენზურა “ჩავიდინე”. მრავალწერტილის ნაცვლად რაღაც-რაღაცები ეწერა და იმედია, კომენტარის ავტორს არ ეწყინება

  • 3. Xaxatulka  |  მარტი 10, 2011, 10:53 PM

    digmis tyes davicavt digmelebi kbilebit dae mtris sisxli daigvaros digmis tyis miwaze sworet im mtris visac chveni bunebis ganadgureba unda !!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed


ბოლო ჩანაწერები

Share/Bookmark

კალენდარი

ოქტომბერი 2010
« აგვისტო    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბლოგის სტატები

  • 9,072 ჰიტი
free counters

%d bloggers like this: